ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება სხვა რაიონულ სასამართლოებში. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია არცერთ უწყებას.
თითქმის ორი საათია საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს თბილისის სამივე ინსტანციის სასამართლოში. შენობის შიდა და გარე პერიმეტრებზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სასამართლოს შენობებში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება პრესსამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს.