
კლინიკა "გორმედი" სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს მხოლოდ პროვოკაციაა და კლინიკის დისკრეტიტაციას ემსახურება:
"მოგესალმებით, გორმედის რეგისტრატურაში მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებას როგორც ფოტო მასალაში ხედავთ კლინიკაში ფუნქციონირებს ყველა რეგისტრატურა გამართულად! პოლიკლინიკური განყოფილების რეგისტრატურაში მუშაობს 5 რეგისტრატორი, აქედან 4 განთავსებულია პირველ სართულზე, ხოლო 1 მეორე სართულზე (ნაკადების შემცირების მიზნით). მიმღები და გადაუდებელი განყოფილების რეგისტრატურას ემსახურება 2 რეგისტრატორი, ხოლო სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტს 2 რეგისტრატორი.
კლინიკა საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანია იმ კლინიკათა შორის, რომლებსაც აქვთ პანდუსების მოწყობის უმაღლესი სტანდარტები დაცული. ამჟამად გორმედის კლინიკაში ფუნქციონირებს 5 შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი, რომელიც უზრუნველყოფს ნაკადების შეუფერხებლად მიმოსვლას. როგორც ერთ-ერთი უდიდესი წამყვანი კლინიკა ხაზგასასვამია ის ფაქტიც, რომ კლინიკა რეგიონის მასშტაბით 80000 ბენეფიციარს ემსახურება, რაც თავისთავად მოიცავს რიგებს.
კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ აღნიშნული ფაქტი სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია, ადამიანი რომელიც არის ამ პროვოკაციის ავტორი, მოითხოვდა ურიგოდ მომსახურებას, რაზეც მიიღო სასტიკი უარი, ამ ფაქტს ადგილზე სხვა მოქალაქეების განაწყენებაც მოჰყვა, რადგან ის ძალიან თავხედურად და დაჟინებით მოითხოვდა ურიგო მომსახურებას! ძალიან ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო, ეს არაფერია თუ არა უსირცხვილო საქციელი და უარგუმენტო პროვოკაციის მასალა" - წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: