ახალქალაქში მანქანა 80–წლამდე ქალს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე მანქანა 80-წლამდე ქალს დაეჯახა, -  ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაყვანა. ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი, ალექსანდ თოროსიანი გამოცემასთან ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი