"2016 წელს თელავის მერიამ ბაღი ააშენა, რომელიც 2022-ში უკვე ავარიული იყო - უფუნქციო ბაღში 315,750 ლარი გაიფლანგა" | "ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2016 წელს თელავის მერიამ ბაღი ააშენა, რომელიც 2022 წელს უკვე ავარიული იყო. უფუნქციო ბაღში 315,750 ლარი გაიფლანგა. 

ორგანიზაციის ცნობით, ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანისა და საბავშვო ბაღის შენობის ავარიულად ქცევის გამო პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

2015-2016 წლებში თელავის მერიამ სოფელ ფშაველის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ოთხი ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც სამში კომპანიებმა უკონკურენტოდ გაიმარჯვეს.

სამშენებლო სტანდარტების დაუცველობის გამო, მალევე, ბაღის იატაკმა რღვევა დაიწყო, კედლები დანესტიანდა და დასკდა.

2022 წელს სამსხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შენობა ავარიულად მიიჩნია, სწავლება არ განახლებულა, ბავშვები კი სხვა სოფლის სკოლებში გადაანაწილეს და მათი ტრანსპორტირების ხარჯებს მუნიციპალიტეტი ფარავს.

მშენებელი 3 კომპანიიდან ერთის ყოფილი მესაკუთრე ქართული ოცნების შემომწირველია, ხოლო მეორე კომპანია ამჟამად შავ სიაში იმყოფება.

ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანისა და საბავშვო ბაღის შენობის ავარიულად ქცევის გამო პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია" - წერს ორგანიზაცია.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი