"7-დან 16 წლამდე ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ..." | შშმ ქალთა ალიანსი პროკურატურას მიმართავს

გამოქვეყნდა:

5 ივნისს, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია "შშმ ქალთა ალიანსმა" და სმენისარმქონე არასრულწლოვან გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა, - ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საუბარია 7-დან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.  

როგორც გამოცემასთან "შშმ ქალთა ალიანსის" ხელმძღვანელი, დეა ერემაშვილი ამბობს, ცოტა ხნის წინ მას შშმ ქალთა უფლებების ერთ-ერთი დამცველი, აქტივისტი თათია დათაშვილი დაუკავშირდა და მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდებოდა გოგონებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შიდა ჩათებში. გოგონებზე სექსუალურად მოძალადე კაცებიც სმენისარმქონე პირები არიან.

გარდა ამისა, აქ საუბარია 7-8, 10, 11, 12, 13 და 18 წლამდე გოგონებზე და ეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ხდებოდა.

ინფორმირებული პირების თქმით, ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა, არსებული ვიდეოები სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაშია გადაღებული.

ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე აჭარის პროკურატურაში განცხადება 5 ივნისს 
შევიდა, თბილისის პროკურატურამ კი 7 ივნისს დაიბარა მარიამ დევიძე, რომელიც ასევე სმენისარმქონე პირია და შშმ ქალების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი