"უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სამუშაო დასრულებულია" | "ისთ ფოინთი"

გამოქვეყნდა:

სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" სოციალურ ქსელში წერს, რომ უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია და შედგენილია შესაბამისი ოქმი.

"მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ისთ ფოინთში უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია და შედგენილია შესაბამისი ოქმი. მუშაობას ხვალ 10:00 საათიდან განვაახლებთ" - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ. ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის შეტყობინებები მიიღეს სხვა სავაჭრო ცენტრებმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი