"მოუთმენლად ველით ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე" - რუსი მოციგურავეები საქართველოს სახელით გამოსვლაზე

გამოქვეყნდა:

რუსი ფიგურული მოციგურავე გლებ სმოლკინი ადასტურებს, რომ მის პარტნიორთან დიანა დავისთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უერთდება. 

რუსი სპორტსმენები პოსტს Instagram-ზე აქვეყნებენ და ქართულ ენაზე წერენ, რომ მადლიერებას გამოხატავენ ყველა გულშემატკივრის მიმართ. 

მისივე თქმით, მოუთმენლად ელიან ყინულის მოედანზე ასპარეზობას.

"მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და კვლავაც აგრძელებენ ამ თანადგომას. იწყება სრულიად ახალი ეტაპი ჩვენ სპორტულ ცხოვრებაში. მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე," - წერს სმოლკინი. 

რუსი სპორტსმენების საქართველოს ნაკრებში გადმოსვლის შესახებ ცნობა ფიგურული ციგურაობის ეროვნულმა ცენტრმაც გაავრცელა. როგორც მათ 5 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერეს, მოციგურავეები საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობას 2023 - 2024 წლების სეზონიდან შეძლებენ. 

დიანა დავისი რუსი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის შვილია. მან და მისმა მეწყვილემ საქართველოს ნაკრების სახელით გამოსვლა რუსეთს ეროვნული ნაკრების დასანქცირების შემდეგ გადაწყვიტეს. დუეტმა ბოლოს რუსეთის სახელით პეკინის ოლიმპიადაზე იასპარეზა და მე-14 ადგილი დაიკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი