ყვარელი-ყვარლის ტბის გზის მონაკვეთზე მდინარემ მილხიდს საყრდენი გამოაცალა - მოძრაობა აიკრძალა

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყვარელი-ყვარლის ტბის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე, პატარა მდინარემ მილხიდს გამოაცალა საყრდენი. უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტი ამბობს, რომ მათი კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ადგილზე ხორციელდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია და წყლის დონის დასტაბილურებისთანავე მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი