
6 ივნისს, წალნეჯიხაში მე-6-დან მე-12 კლასელებისთვის საერთაშორისო კამპუსი იხსნება. სკოლაში 504 მოსწავლე ქართულ და ინგლისურ ენაზე ისწავლის. აკადემიური პერსონალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესურას წარმოადგენენ, ასევე შეირჩევიან ადგილობრივი პედაგოგები.
უცხოელ მოზარდებთან ერთად ქართველები მთელი წლის განმავლობაში ისწავლიან და იცხოვრებენ კამპუსში. წალენჯიხის მერისა და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს ნაწილობრივ "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აფინანსებს.
კამპუსს ექნება ტრადიციულად, სასტუმრო, კვების ბლოკი, სპორტდარბაზი, სივრცე კონფერენციებისთვის, მისი მშენებლობა კი უახლოეს დღეებში დაიწყება.