
ჯგუფური გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა, ფოტო და ვიდეო გადაღება და კადრების გავრცელება - 7-დან 16 წლამდე გოგონები შემზარავი დანაშულის მსხვერპლი ხდებიან. ირკვევა, რომ საქართველოს სამ უმსხვილეს ქალაქში მოქმედებდა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის გოგონების მიმართ უმძიმეს დანაშულს სჩადიოდა.
ეს ძალადობა სულ მცირე სამი წელი გრძელდებოდა და პოლიციას ამ დრომდე არც ინფორმაცია და არც რეაგირება არ ჰქონია. დანაშაულის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც ერთ-ერთმა მსხვერპლმა ძალადობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უამბო.
ავტორი: ზურა პეტროსიანი