ინვესტორი, მოქალაქეები და თბილისის მერია | ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ინვესტორი, მოსახლეობა და თბილისის მერია - სამკუთხედი, რომელშიც სამივე მხარე დაპირისპირებულია. ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლები ფატობრივად ყოველდღიური აქციებით ითხოვენ მათ კორპუსთან დაგეგმილი მშენებლობის გაუქმებას. მოსახლეობა დარღვევებსა და არასწორ გეოლოგიურ კვლევაზე ლაპარაკობს.

თავის მხრივ ინვესტორს კანონის დაცვით მიღებული ნებართვა და სასამართლოს გადაწყვეტილებაც აქვს მშენებლობის დასაწყებად. თბილისის მერია კი ტრადიციულად გაუგებარ პოზიციას იკავებს - კალაძის უწყება გაუგებრობის წარმოქმნას რა თქმა უნდა წინა ხელისუფლებას აბრალებს, მაგრამ თვის მხრივ არც ინვესტორისთვის ნაკვეთის გაცვლას თანხმდება.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი