ლაგოდეხის ნაკრძალში ვიზიტორთა ცენტრს ხე დაეცა

გამოქვეყნდა:

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ ვიზიტორთა ცენტრს დაეცა.

დაზიანდა სახურავის ერთი ნაწილი, ჭერი და ინვენტარი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ამავე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. რამდენიმე სახლს ქარმა სახურავი გადახადა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი