სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ილიას უნივერსიტეტს და მის რექტორს - მოძრაობა "ჯიუტი"

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "ჯიუტი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის რექტორს ნინო დობორჯგინიძეს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს. 

გავრცელებულ განცხადებაში მოძრაობა წერს, რომ დობორჯგინიძის წინააღმდეგ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ჯგუფები მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებენ, რაც აფერხებს თავისუფალი აზროვნებისა და ცოდნის დაგროვების განვითარების პროცესს.

"ბოლო დღეებია ილიაუნისა და მისი რექტორის - ნინო დობორჯგინიძის წინააღმდეგ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ჯგუფებისა და მასთან აფილირებული მედიების მხრიდან დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანია. აკადემიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები აფერხებს თავისუფალი აზროვნებისა და ცოდნის დაგროვების განვითარების პროცესს.

ხაზგასასმელია, რომ ილიაუნი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობით ხელს უწყობს ევროპული ღირებულებების გავრცელებას სტუდენტებში, რაც ავტორიტარული რეჟიმისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მოძრაობა „ჯიუტი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის რექტორს ნინო დობორჯგინიძეს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი