დიდუბის რაიონი 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 30 საათით შეეზღუდება - ნახეთ ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, კომპანია დღეს, 7 ივნისს, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

GWP-ს ცნობით, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 ივნისის 14:00 საათიდან, 8 ივნისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

  1. რობაქიძის N 7,
  2. ჩალაძის,
  3. დიღმის მას II კვარტალს N 9, 9ა, 10 ა , 16 , 17,
  4. ბაქრაძის N 40,
  5. ნ. გაფრინდაშვილის I ჩიხი,
  6. ტრანსპორტის, წინამძღვრიშვილის N133-137 (კენტებს), N176-200 (ლუწებს),
  7. თამარ მეფის გამზ. N5-31 (კენტებს),
  8. ნინოშვილის N61-69 (კენტებს), N66-78 (ლუწებს),
  9. წერეთლის გამზ. N1-169 (კენტებს), N2-162 (ლუწებს),
  10. აღმაშენებლის გამზ. N142-184 (ლუწებს), N125-199 (კენტებს),
  11. სურამის,
  12. კვინიტაძის,
  13. ლებანიძის,
  14. აბასთუმნის,
  15. თორნიკე ერისთავის N 1, 3,.
  16. დიდუბის დასახლების ქუჩა,
  17. ცაბაძის,
  18. ფიფიების,
  19. გორის,
  20. ვორონინის,
  21. იამანიძის,
  22. მეტრეველის,
  23. ბათუმის,
  24. ა.ქურდიანის,
  25. ყიფიანის,
  26. ხვამლის,
  27. პასტერის,
  28. ვანის,
  29. გოგოლაურის,
  30. აგლაძის,
  31. გუდაუთის,
  32. ხოშარაულის,
  33. ევდოშვილის,
  34. კედიას,
  35. თევდორე მღვდლის,
  36. სოხუმის,
  37. ზუგდიდის,
  38. ვ.ბაგრატიონის,
  39. ქუთაისის,
  40. გაფრინდაულის,
  41. გვეტაძის,
  42. ბაქრაძის,
  43. სტანისლავსკის,
  44. სამტრედიის,
  45. წყალტუბოს,
  46. ცემის,
  47. ბორჯომის,
  48. ფოთის,
  49. მირცხულავს,
  50. მტკვრის მარცხენა სანაპირო კოსმონავტების ქუჩებს,
  51. კერესელიძის ქუჩას თავისი შესახვევებით,
  52. მაიაკოვსკის ქუჩას.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი