ლაგოდეხში ქარმა ხეები მოგლიჯა - 7 000-მდე აბონენტს შუქი არ აქვს

გამოქვეყნდა:

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია. რის შედეგადაც, რამდენიმე საათის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებული იყო ცენტრალურ მაგისტრალზე ლაგოდეხის მიმართულებით. მოგლეჯილი ხეები მოქალაქეებისა და საჯარო სამსახურის კუთვნილ ავტომობილებს დაეცა. ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 7000- მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამავე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლის   პირველ სართულებზე.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი