
"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები საქართველოში უკრაინელი აქტივისტები არიან.
"6 ივნისს, დილით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო საფრთხე დაემუქრა ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლეს, ასევე ხერსონის რეგიონის უნიკალურ ეკოსისტემას", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.