
ვინ არის რუსეთის მხარეს მებრძოლი ნოდარ ბახტურიძე?- ქართველი ჯარისკაცების ინფორმაციით ის აფხაზეთის ომის მონაწილეა, ომის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში, სადაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
მას ამისთვის 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და დარჩენილი ჰქონდა 5 წელი, როცა "ვაგნერის" დანაყოფს შეუერთდა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლა გადაწყვიტა.
უკრაინულმა თავდაცვამ ის ტყვედ 3 დღის წინ, "ვაგნერის" მებრძოლებთან ერთად აიყვანა.
ქართველი მებრძოლების თქმით, ნოდარ ბახტურიძე ზედმეტ სახელად გრუზინი, ტყვეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა
ტყვედ აყვანილი ქართველის ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.