
თბილისის მერია ახალ მასშტაბურ მშენებლობაზე სეისმურად აქტიურ ზონაში მშენებლობის ნებართვას გასცემს. კომპანია, რომელმაც მშენებლობა უნდა დაიწყოს ქართულ ოცნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნის. 483 ათას კვადრატულ მეტრზე ბიზნესმენის კომპანია ახალი დასახლების მშენებლობას ფიქრობს რაც გენგეგმის გარეშე უნდა განხორციელდეს. საკრებულოში ფიქრობენ რომ თბილისის მერიას მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს, თუმცა ქართული ოცნების შემომწირველებს ყველანაირი ნორმის დარღვევის მიუხედავად მშენებლობის ნებართვას მაინც აძლევს.