"ჩვენ მიერ ნგრევის პირას მისული ივ. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მონახულებისა და წერილების დაგზავნის შემდეგ, დაჩქარებულად გამოაცხადეს ტენდერი საინჟინრო-საპროექტო მომსახურებაზე" | მედეა მეტრეველი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ მიერ ნგრევის პირას მისული ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მონახულების, წერილების დაგზავნის და გაშუქების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაჩქარებულად გამოაცხადა ტენდერი ძეგლის საინჟინრო-საპროექტო მომსახურებაზე", - ამის შესახებ ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" წევრი დეა მეტრეველი ავრცელებს.

"ჩვენ მიერ 7 მაისს სოფელ ხოვლეში ნგრევის პირას მისული ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მონახულების, მემკვიდრეობის სააგენტოში, თსუ-ში და კასპის მერიაში წერილების დაგზავნის და ტელევიზიებში პრობლემის გაშუქების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაჩქარებულად უკვე 15 მაისს გამოაცხადა ტენდერი ძეგლის საინჟინრო-საპროექტო მომსახურებაზე (NAT230010482).

ბრძოლას და საზოგადოების აქტიურობას ყოველთვის აქვს აზრი! რა თქმა უნდა, თვალყურს მივადევნებთ აღნიშნულ პროცესს, რომელიც, იმედია, ძეგლის საუკეთესო ინტერესების სრული გათვალისწინებით დასრულდება" - წერს მედეა მეტრეველი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი