მარნეულის სამხედრო ბაზაზე სროლას ახალწვეული ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ჯარისკაცის მკვლელობა სამხედრო ბაზაზე. მთავარი არხისთვის ცნობილი ხდება, რომ მარნეულის სამხედრო ნაწილში რამდენიმე საათის წინ, გასროლის შედეგად ერთ-ერთი ახალწვეული გარდაიცვალა. 

რა გახდა ავტომატური იარაღიდან გასროლის მიზეზი გაურკვეველია - არ არის გამორიცხული უბედური შემთხვევა გაუფრთხილებლობით მომხდარიყო. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა - გარდაცვლილი მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდანაა.

ჩემი შვილი წამართვეს. ცოცხალი გავუშვი და უკან მკვდარს მიბრუნებენ. დავიღუეპეთ. ღმერთმა დაწყევლოს. რა დააშავა ჩემმა შვილმა ან რა მოხდა იმ სამხედრო ნაწილში? გამირკვიეთ, გთხოვთ, რა მოუვიდა ჩემს შვილს, - ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი