უბედური შემთხვევა მარნეულის სამხედრო ბაზაზე | ტერიტორიაზე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

უბედური შემთხვევა მარნეულის სამხედრო ბაზაზე - ტერიტორიაზე დაღუპული 18 წლის წვევამდელის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ მათ არ სჯერათ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო, თუმცა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ. 

გარდაცვლილის დედა ითხოვ გარკვევას, რა ვითარებაში დაიღუპა მისი შვილი.

ჩემი შვილი წამართვეს. ცოცხალი გავუშვი და უკან მკვდარს მიბრუნებენ. დავიღუეპეთ. ღმერთმა დაწყევლოს. რა დააშავა ჩემმა შვილმა ან რა მოხდა იმ სამხედრო ნაწილში? გამირკვიეთ, გთხოვთ, რა მოუვიდა ჩემს შვილს, - ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.

რა გახდა ავტომატური იარაღიდან გასროლის მიზეზი გაურკვეველია - არ არის გამორიცხული, უბედური შემთხვევა გაუფრთხილებლობით მომხდარიყო. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა - გარდაცვლილი მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდანაა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მთავარი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ მარნეულის სამხედრო ნაწილში რამდენიმე საათის წინ, გასროლის შედეგად ერთ-ერთი ახალწვეული გარდაიცვალა. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი