
დაბა ასპინძაში, არასრულწლოვან გოგონას მდინარე მტკვარში ეძებენ - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ. ერთ–ერთ მათგანს ფეხი გაუცურდა, მტკვარში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მაშველთა ჯგუფი.
ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ 5 მაისს მტკვარში ჩავარდნილ 28 წლის კაცსაც.