
ასპინძაში, ე.წ. ერკოტის უბანში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი 15 წლის გოგო მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. მას 9 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.
"ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში მეხანძრე–მაშველებმა ერთი პირის ცხედარი ნახეს", - უთხრეს "მთავარი არხის" ვებ-გვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ. ერთ-ერთ მათგანს ფეხი გაუცურდა, წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.