მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში - 3 ათასზე მეტი მაღაროელი უკვე მეოთხე დღეა სამუშაო პირობებს აპროტესტებს და მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს. ამ დროის მდგომარეობით გაჩერებულია ყველა მაღარო, დასაქმებულები კი ჭიათურის ცენტრში არიან შეკრებილები და კომპანია ჯორჯიან მანგანეზიდან მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ
ხელფასების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება - ეს მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია. გაფიცულები ჭიათურის ცენტრში, ქალაქის მერიასთან არიან შეკრებილები და ამბობენ, რომ მუშაობას არ განაახლებენ, ვიდრე მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდებათ. მათ სულ 25 მოთხოვნა აქვთ.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი აცხადებენ, რომ კომპანიას კრიზის აქვს და თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ.