"დაავადმყოფდა, ორი ოპერაცია გაიკეთა რაც ციხეშია" - აიუფ ბორჩაშვილის დედა შვილის გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობაში პროტესტია - მოსახლეობა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით გასამართლებული პირებისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს. ხეობის მოსახლეობის ნაწილი, სოფელ დუისში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა და ხელისუფლებას მოუწოდეს, მათ საქმეებს გადახედოს. 

განსაკუთრებულ აქცენტს კი აიუფ ბორჩაშვილზე აკეთებენ, რომელიც უკვე 8 წელია პატიმრობაში იმყოფება. აქციის მონაწილეები ადასტურებენ, რომ დაკავებულებს კავშირი ისლამურ სახელმწიფოსთან ნამდვილად ჰქონდათ ,თუმცა სასჯელის შემსუბუქების შემთხვევაში, მოსახლეობა მათ თავდებში უდგება.

სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები აიუფ ბორჩაშვილი  სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2015 წლის ივნისში დააკავეს. გამოძიების ცნობით, ის საქართველოში სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია. ბორჩაშვილს 14 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი