"...სკოლებში შემოიტანეს, ანუ, მშობლებს უნდა ეშინოდეს შვილებისა ისეთ რაღაცეებს გააკეთებენ და მასწავლებლებს ეშინიათ ბავშვებისა და მერე მოვლენ და გმირიაო კაცი, რომელმაც ე.ი. ცოცხლად დაწვა მოინდომაო ადამიანებისო და მოლოტოვის კოქტეილს ისვრის და რაღაცა. მამამისი სულელი არაა? ამნაირ რაღაცაზე იმ შვილს უნდა უთხრას, რომ მოდი რა, ჭკვიანად მოიქეცი. არა, თვითონ იგიჟებს თავს, ალბათ ფული მისცეს ხო? რა ვიცი ვინ როგორ ატრიალებს ამ ყველაფერს"
თქვა სულთმოფენობის დღესასწაულზე, სკალდის მამათა მონასტერში ქადაგებისას ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანემ. მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე, ლაზარე გრიგორიადისს გულისხმობს.