
საქართველოში მცხოვრები უკრაინელები კახოვკის ჰესის დაბომბვის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ერთიანდებიან. სასმელი წყალი, მედიკამენტები,პროდუქტები და ცხოველთა საკვები - ეს ის ჩამონათვალია,რომელიც დატბორილ მოსახლეობას ესაჭიროება. ორგანიზაცია "აღორძინება" ამ მიზნით თანხის შეგროვებას იწყებს და კამპანიაში ჩართვისკენ ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს.
თანხა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე ჩარიცხოს.
საერთო შესაგროვებელი თანხა - 35 000 ლარი 18 ივნისამდე.
დასახმარებლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა შემდეგ რეკვიზიტებზე: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 29a Gagarin street, Tbilisi 0160, Georgia NNLE International Agency for Conteporary Development REVIVAL GE38BG0000000553269890