აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე თანამშრომლების შვილებს არ უშვებენ - გამოძახებულია პოლიცია

გამოქვეყნდა:

აბასთუმნის ობსერვატორიასთან მდებარე საცხოვრებელ სახლებში, მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრებს არ უშვებენ, - ინფორმაციას რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გამოძახებულია პოლიცია. 

როგორც შეკრებილები „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, გადაწყვეტილება ობსერვატორიის დირექტორმა, რეზო ჭანიშვილმა მიიღო. მათი თქმით, ჭანიშვილი არშეშვების მიზეზად სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

„იმიზეზებენ შენობების რეკონსტრუქციას, რომელიც არაფერ შუაშია ჩვენს შესვლასთან იმიტომ, რომ ის შენობები ცალკეა და ეს საერთოდ რა შუაშია. ჩვენი სახლები მოშორებულია. ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი“,–  ამბობს არჩილ ჭიჭინაძე, რომლის ბებიაც ერთ–ერთი პირველი ასტრონომი იყო და წლების განმავლობაში აბასთუმნის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და მუშაობდა. 


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი