გამოგონილი აქციისთვის მობილიზებული პოლიცია - "მთავარი არხის" ექსპერიმენტი, როგორ უსმენენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

სატელეფონო ზარი "მთავარ არხის" საინფორმაციო სამსახურში ერთი მიზეზით დაგვჭირდა - გვაინტერესებდა, ისმინება თუ არა ჩვენი ტელეფონები და რა სიჩქარით გადაეცემა ინფორმაცია პოლიციას. 

"მთავარმა არხმა" ექსპერიმენტი ჩაატარა

სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე წუთში ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც ვამტკიცებდით, რომ   ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო საპატრულო პოლიციის ავტომობილი მალევე გამოჩნდა . 

პირველი სამართალდამცავი ვინც  გამოგონილ საპროტესტო აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე მოვიდა, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსი, გიორგი ხურცია და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  მთავარი სამმართველოს უფროსი, ლაშა ჯოხაძე იყვნენ. მათ მალევე მოჰყვნენ პოლიციის სხვა ეკიპაჟებიც.

ლაშა ჯოხაძე ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, რომელიც საპროტესტო აქციებზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, 2 ივნისის ღამესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქტივისტებისა უფლებადამცველების წინააღმდეგ ჯოხაძის მითითებით პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და მშვიდობიანია აქციის დააკავეს. 

2 ივნის ღამით გადაღებულ კადრებში კადრად ჩანს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გელა ქურდაძე, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრის ფურცლის ჭრისთვის მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავების განკარგულება გასცა.

სერგი ბზიშვილი - 5- ივლისს  მოძალადეების დაკავების ნაცვლად მობილურზე საუბრობდა და მათი დაკავების ნაცვლად სავარაუდოდ მითითებებს იღებდა. ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. სისტემაში ატვირთული პირველი დეკლარაცია, რომელიც ბზიშვილმა შეავსო, 2011 წლით თარიღდება. 2022 წელს, სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლის სახით მან 73 552 ლარი მიიღო. 2 ივნისს თეთრი ფურცლის ჭერისთვის ისიც აკავებდა აქტივისტებს. 

კიდევ ერთი მაღალჩინოსანი რომელიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მისამართით განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, ზურაბ რუხაძეა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 

რუხაძე 2 ივნისს გადაღებულ არაერთ ვიდეოში ფიგურირებს. კადრების მიხედვით, ის აქტივისტ ნიკა რომანაძისა და უფლებადამცველ ედუარდ მარიკაშვილის დაკავებაში მონაწილეობდა.

თეიმურაზ კალანდაძე ის  მაღალჩინოსანია,რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს,  გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი იყო, ძალოვანი უწყებიდან გაათავისუფლეს. მაშინდელმა მინისტრმა საჯაროდ თქვა, რომ კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის შვილს, კოკა კობალაძეს, სავარაუდოდ, გლდანი-ნაძალადევის პოლიციელმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში სცემა. ცოტა ხანში კალანდაძეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი ჩააბარეს და სწორედ მისი განკარგულებით, რუსული ქორწილის გაპროტესტების გამო დააკავეს 16 მშვიდობიანი მოქალაქე ყვარელში.
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი