უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობდა და ახლაც ასეა, უკრაინამ საქართველოც მაჩუქა - შონ პენი

გამოქვეყნდა:

როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა - ამბობს ცნობილი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი, რომელიც თბილისში იმყოფება და ამბის თხრობის ფესტივალ ,,ზეგ''-ის ღონისძიებას ესწრება.

 საუბრის მთავარი თემა უკრაინის ომია: 

"ბედნიერება ადამიანებისთვის ერთიანობას ნიშნავს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობდა და ახლაც ასეა. როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა. მე შემიძლია ვუთხრა ქართველებს სიმართლე, რომელიც ვიცი საწყენია, მაგრამ ბოლო 24 საათის განმავლობაში უფრო მეტი გავიგე, ვიდრე მთელი ცხოვრება ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ახლა კი საქართველოზე ყოველმხრივ შემიძლია საუბარი. რაც შეეხება უკრაინას, მე მათ სოლიდარობას ვუცხადებ. უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, რადგან ისინი იცავენ ახლა საკუთარ სახლებსა და ოჯახებს" - ამბობს შონ პენი

შეგახსენებთ, შონ პენმა უკრაინას მხარდაჭერა ომის დაწყებისთანავე გამოუცხადა. კიევშიც იყო ჩასული და ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი ოსკარიც დაუტოვა, რომელსაც უკან მხოლოდ უკრაინის გამარჯვების შემდეგ დაიბრუნებს.

ფოტო: ZEG - Tbilisi Storytelling Festival

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი