"უცხო პირები ხართო"... "საცხოვრებელ სახლებში არ გვიშვებენ" | აბასთუმნის ობსერვატორიასთან პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

პროტესტი აბასთუმნის ობსერვატორიაში. ობსერვატორიასთან არსებული საცხოვრებელი კომპლექსი იქ მცხოვრებთათავის დახურულია. ობსერვატორიის ყოფილი და ახლანდელი  თანამშრომლების ოჯახის წევრებს საკუთარ სახლებში არ უშვებენ. 

სამეცნიერო სივრცის დირექტორმა მათ განუმარტა, რომ სახლებში შესასვლელად ნებართვა სჭირდებათ, რომლის მისაღებად ობსერვატორიის ხელმძღვანელს წინასწარ უნდა მიმართონ. ობსერვატორიის თანამშრომლები განმარტებებს ითხოვენ - რატომ შეეზღუდათ საკუთარ სახლებში შესვლა და პროტესტის შეწყევატს მანამდე არ აპირებენ ვიდრე საცხოვრებლებში თავისუფლად შესვლას არ შეძლებენ.

ვიდეომასალას გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ერთ-ერთი ვერსიით, შეზღუდვა ობსერვატორიასთან სავარაუდოდ ოლიგარქის ინტერესებს უკავშირდება, რადგან აბასთუმნის უნიკალური ტერიტორია დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ინტერესის სფეროა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი