გორის ყოფილი მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის სამშენებლო კომპანია გარემოს დაბინძურებაშია მხილებული - ყოფილი მაჟორიტარი და "ქართული ოცნების" შემწირველი სამშენებლო ნარჩენებს კვერნაკის სასაფლაოზე ყრის, გორის მერია კი, პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაცვლად, დუმს.
მილიონერ ბიზნესმენს და გორის მერიას სავარაუდოდ, თავის მართლება სასამართლოში მოუწევთ, მათ წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.