უკვე მესამე დღეა, საგარეჯოში 82 წლის ქალს ეძებენ

გამოქვეყნდა:

უკვე მესამე დღეა, საგარეჯოში ახლობლები და ოჯახის წევრები 82 წლის ქალს ეძებენ.

სოფელ გომბორში მცხოვრები ევა თურმანაული სახლიდან 8 ივნისს გავიდა და მას შემდეგ  აღარავის უნახავს.

ახლობლების ინფორმაციით, ხანდაზმულ ქალს ალცჰაიმერის სიმპტომები აღენიშნება.

ოჯახის წევრებმა უკვე შეატყობინეს პოლიციას და სამაშველო სამსახურს, რომლებიც ძებნის პროცესში ჩაერთნენ.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი