"წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია... დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ 12 ივლისიდან გათავისუფლებული ვარ" | დირექტორის მოადგილე

გამოქვეყნდა:

"წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია... დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ 12 ივლისიდან გათავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან", - ამის შესახებ ნინო კუხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია. დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რო ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან. მოადგილეების პოზიციის გაუქმებას ჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა განახორციელა წულუკიანმა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორე ახალი არაფერია, კინოცენტრს დიდი ხანია ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად ,,გაიმართა”, - წერს ნინო კუხალაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი