განადგურებული მესხური ოდები და საუკუნოვანი დარბაზები სოფელ საროში | რატომ არ მოქმედებს ხელისუფლება

გამოქვეყნდა:

ქართული კულტურა, ისტორია, ტრადიციები და მრავალსაუკონოვანი ძეგლები - ყველაფერი ის, რითიც ვამაყობთ და რისი დამხმარებითაც ჩვენი თავის, როგორც თვითმყოფადი ცივილიზაციის იდენტიფიცირებას ვახდენთ, თვალსა და ხელს შუა ნადგურდება. ხელისუფლება კულტურასა და ტრადიცებზე მხოლოდ მაშინ საუბრობს, როცა ეს პოლიტიკისთვის სჭირდება, რეალურად თუ ელექტორალურ დივიდენდს ვერ ხედავს, ამ საგანძურის გადასარჩენად არაფერს აკეთებს ხოლმე.

გელათის მაგალითიდან გამომდინარე კიდევ საკითხავია, ცუდია ეს უმოქემდეობა თუ პირიქით, კარგი - რადგან ეს ის შემთხვევაა, რომ ჩარევით უფრო მეტი გაფუჭდა. მაგრამ საქართველოში უამრავია კულტურული მემკვიდრეობის ისეთი ძეგლები, რომლებიც ჩვენს თვალწინ იშლება. დღეს სოფელ საროზე და მესხურ ოდებზე მოგიყვებით, რომლის გადასარჩენად დაპირებები 8 წლის წინ გაიცა. თუმცა ამ წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა და საუკუნოვანი დარბაზებიც განადგურების ზღვარზეა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი