EU-ს 12 რეკომენდაცია, მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა | დისკუსია მზიურში

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში მზიურის პარკის ამფითეატრში საზოგადოება ევროინტეგრაციის შესახებ მსჯელობს. დისკუსიაზე 12 რეკომენდაცის შესრულებას განიხილავენ. დისკუსიაში ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მსახიობი გიორგი ჯანელიძე და სტუდენტები მონაწილეობენ.

შეხვედრაზე შეკრებილი საზოგადოება მედიის თავისუფლების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციიის მნიშვნელობაზე საუბრობს.

''ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ ახალგაზრდა თაობა საუბრობდეს იმ საკითხებზე, ვთქვათ თემატურად კვალიფიციურად, ინფორმირებულად, რაც არის დაკავშირებული საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან. თითოეული შეხვედრა ეხება რამდენიმე რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობას. დღეს განვიხილავთ მოწყვლადი ჯგუფების, მედიისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს'', - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი