"რუსული რუბლის წვიმა" რუსთაველის გამზირზე - მოძრაობა "ჯიუტი" და სამოქალაქო აქტივისტები პარლამეტის წინ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან რუსული კუპიურები გადმოყარეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
შეგახსენებთ, 10 ივნისს სტუდენტებმა პარლამენტის თავჯდომარეს თსუ-ში ლექციის დასრულების შემდეგ კიბეზე ჩასვლის დროს თავზე რუსული რუბლები გადააყარეს.
ცნობისთვის, მოძრაობა "ჯიუტი" პარლამენტთან აქციას უკვე 1 წელზე მეტია, ყოველ საღამოს მართავს.
მათი ჩატარებული აქციებიდან ყველაზე გახმაურებული 2 ივნისის თეთრი ფურცლების აქციაა, სადაც მოძრაობის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.