ყარაჯალარში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

გამოქვეყნდა:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დღეს, 6 აგვისტოს, აქცია გაიმართა, რომელიც მოგვიანებით პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეები პროტესტს სოფლის შესასვლელში, პოლიციის საგუშაგოსთან გამოხატავდნენ. მათი თქმით, სოფელი უკვე მე-14 დღეა, კარანტინში იმყოფება, დღეს კარანტინის ვადა ამოიწურა და შესაბამისად, საკარანტინო შეზღუდვები უნდა მოიხსნას.

ადგილზე გარდაბნის მერი რამაზ ბუდაგაშვილი მივიდა, რასაც მოსახლეობასა და მერს შორის მწვავე შელაპარაკება მოყვა. მერმა გამოაცხადა, რომ სოფელში 1500 მაცხოვრებელია, რომელთაც ტესტირება უნდა გაიარონ და ამ ტესტების შედეგებზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა სოფელი ყარაჯალარი. საბოლოოდ, აქცია პოლიციამ დაშალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი