პუტინის მრჩეველი საქართველოში | შოთა გორგაძემ "რეტრო ბათუმიდან" ვიდეო გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა:

პუტინის მრჩეველი, შოთა გორგაძე რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა. რესტორან "რეტროში" გადაღებული ვიდეო, სადაც აჭარულ ხაჭაპურზე საუბრობს და რუსებს მისი ჭამის წესს უხსნის, Instagram-ზე თავადვე გამოაქვეყნა. 

ის გამომწერებს მიმართავს და მოუწოდებს, "მათი მეგობრის რესტორანს" ეწვიონ და აჭარული ხაჭაპური გასინჯონ: "რეტრო ბათუმი" ჩვენი დიდი მეგობრის, გია აგრბას რესტორანია... თუ გინდათ, ასეთი სილამაზე გასინჯოთ, ესტუმრეთ". 

შეგახსენებთ, შოთა გორგაძე პუტინის მრჩეველია ადამიანების უფლებების საკითხებში.

ცნობისთვის, 4 ივნისს, რესტორან "რეტრო ბათუმში" მიმტანზე ფიზიკური ძალადობის ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა. როგორც რესტორნის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, ობიექტის ერთ-ერთი მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე რესტორანში რუსეთის მოქალაქეებს ასაქმებდა, რომლებსაც უფრო მეტ ხელფასს უხდიდა, ვიდრე ქართველებს. მათივე თქმით, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია რესტორანში მომხდარი დაპირისპირებაც.

თეიმურაზ ვარშანიძეს 6 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. 

შრომის ინსპექციის სამსახურმა "შპს რეტროსა" და "შპს რესტრო 2"-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა და დამატებით, ობიექტები 30 000 ლარით დააჯარიმა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი