"ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად, რომ რა ორიენტაციაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, მისი უფლებები ზედმიწევნით იყოს დაცული" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად, რომ რა ორიენტაციაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, მისი უფლებები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საუბრობს.

საერთოდ არ აინტერესებს ამ ხალხს უმცირესობების დაცვა, მათ შორის, არც სექსუალური უმცირესობების. აი, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ერთი უმცირესობის წარმომადგენლის უფლება. რაზეც, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად, რომ ვინც არ უნდა იყოს, რა ორიენტაციაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, სექსუალური იქნება თუ სხვა, მისი უფლებები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ეს ერთი. და მეორე, კატეგორიულად მიუღებელია, ამავდროულად, პროპაგანდა LGBT მიმართულების, - ამბობს მდინარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი