"მოიცალოს მინისტრმა და შემხვდეს... კანცელარიასთან ვიჯდები!" | აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა

გამოქვეყნდა:

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა, თამუნა იარაჯული სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვს საშინელი ტკივილები აქვს. მას ჯანდაცვის სამინისტროში შეტანილი აქვს წერილიც, სადაც კონსილიუმის მოწვევას ითხოვს,თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. 

როგორც იარაჯული სოციალურ ქსელში წერს, ის კანცელარიასთან იდგება მანან, სანამ ჯანდაცვის მინისტრი არ შეხვდება.

არანაირი კონსილიუმი! 

მოიცალოს მინისტრმა და შემხვდეს მთავრობის კანცელარიის შენობაში და დაასრულონ ეს მაიმუნობა‼️

მე ამ ვიდეობს რომ ვდებ ვკვდები, მაგრამ თავი რომ არ იმართლონ რომ ორჯერ გაუშვეს იცოდეთ ხალხო რომ ბავშვი არის ცუდათ და ანალიზები რაც ჭირდება ისიც კი არ კეთდება საქართველოში! 

უნდა მოიცალოს პრემიერმა და მოისმინოს ის ისტრორია რაც გაბრიელს ჭურს. 

არანაირი ზარი და არანაირი ეხლა კონსილიუმი ჩატარდება ეხლა მინისტრი მეტყვის რატომ ამბობთ უარს და არ ისმენთ ბავშვის ისტორიას. 

კანცელარიასთან ვჯდები. ადგილი უცვლელია მათხოვარი დედის რომელსაც არაფერი უნდა გარდა შვილის კარგად ყოფნისა, - წერს იარაჯული.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი