
უსახლკაროდ დარჩენილი აბასთუმნის მცხოვრებლები. ობსერვატორიის ადმინისტრაცია ერთ-ერთი ტელესკოპის გუმბათის რეაბილიტაციის საბაბით მეცნიერებს საკუთარ სახლებში შესვლას უკრძალავს. პროტესტის მიუხედავად, ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე როდის შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ უნიკალურ კურორტზე გადააადგილების შეზღუდვა ბიძინა ივანიშვილის სურვილით არის განპირობებული. რადგან დასახლებაში უკვე შემოსაზღვრულია ყველა ის ტერიტორია, რომელიც ოლიგარქისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა.
ავტორი: საბა ბუაძე