ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა გამოაცხადეს. 9 მაღაროელი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს. მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" არანაირ დათმობაზე არ წავიდა.
3000-ზე მეტი დასაქმებული ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.
გაფიცულები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჭიათურაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილი მედიატორი, რომელიც პროცესებში ჩაერთო.