ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის ბაზარში დასაქმებულმა მოვაჭრეებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან რეაგირებას და გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. 

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე მყიდველები აღარ შედიან, რადგან ყველაფერს იმავე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისგან ყიდულობენ. მათივე თქმით, ქუჩაში გარემოვაჭრეები საკვებ პროდუქტებსაც ყიდიან, რაც დამატებით პრობლემას წარმოადგენს. 

ბაზარში დასაქმებულებს ეჭვი აქვთ, გარემოვაჭრეები ქრთამს უხდიან მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რის გამოც ისინი ჯარიმებს არ წერენ. 

აქციის მონაწილეებმა მერიას 3 დღის ვადა მისცეს პრობლემის მოსაგვარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამბობენ, რომ აქციას უწყების შესასვლელთან გამართავენ. 

მერია მოვაჭრეებს პირდება, რომ გარევაჭრობა აიკრძალება და მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი