
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მეცნიერებათა აკადემია ბოლო 2 წელში 8 მილიონი ლარით დაფინანსდა, რომლის 47% შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.
"2022 წლის მონაცემებით აკადემიას საერთო ჯამში 78 წევრი ყავდა, მათგან 64 აკადემიკოსი, ხოლო 14 წევრი- კორესპონდენტი. კანონის თანახმად აკადემიის წევრი აკადემიკოსების თვიური პენსია მინიმუმ 1,600 ლარია, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო წევრ-კორესპოდენტების მინიმუმ 1,000 ლარი.
www.resurchify.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი “მოამბე”-ს საერთო სამეცნიერო რეიტინგი 18,830-ია, ხოლო SJR-ის თანახმად ამ ჟურნალის სამეცნიერო გავლენა 0.194-ითაა შეფასებული.
შედარებისთვის, ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალს სიახლეები გეოლოგიასა და ტექნიკურ მეცნიერებაზე საერთო რეიტინგში 12,224-ე ადგილი უკავია, ხოლო SJR-ის რეიტინგში 0.394 ქულა აქვს.
აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის “მათემატიკისა და მექანიზმის ინსტიტუტის” ჟურნალის საერთო რეიტინგი 9,677-ე არის, ხოლო SJR სამეცნიერო გავლენის ქულა 0.518-ია.
ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის საერთო რეიტინგი 361-ე არის, ხოლო SJR სამეცნიერო გავლენის ქულა 4.184." წერს "ფლანგვის დეტექტორი".
შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ივნისს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი გახდა, რომელიც 2013 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
მსოფლიო ბანკის 2012 წლის კვლევის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში როინ მეტრეველის რექტორობის დროს მასობრივი კორუფცია ყვაოდა.
მაგალითად ამ პერიოდში მექრთამეობა იმდენად იყო გავრცელებული, რომ ადამიანები უნივერსიტეტების ტერიტორიაზეც კი აწარმოებდნენ მოლაპარაკებას.