ვითარება კინოცენტრში - ხუბუნაია თანამშრომლებს ინდივიდუალურად იბარებს და ხვდება

გამოქვეყნდა:

კინოცენტრის თანამშრომლები უკვე მეორე დღეა ახალ ხელმძღვანელთან, კობა ხუბუნაიასთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ. პრობაციიდან კულტურის სფეროში გადანიშნული ხუბუნაია, რომელიც პროფესიით, ინჟინერ-ეკონომისტია, რეორგანიზაციას ატარებს, რაც  კინოცენტრის თანამშრომლების თქმით, იმას ნიშნავს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ იმ ადამიანებს, რომლებიც არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან წულუკიანის პოლიტიკას.
 
კინოცენტრის თანამშრომლები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ ხუბუნაიას მათთვის გაეცნო გეგმები, რას აპირებს სსიპ-თან მიმართებაში, თუმცა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მათ არ შეხვდა. თანამშრომლები რეორგანიზაციის შეჩერებას მოითხოვენ.

როგორც დღეს ირკვევა, ხუბუნაია კინოცენტრის თანამშრომლებს ინდივიდუალურად იბარებს და პერსონალურად ხვდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი