პროტესტი პარლამენტში - "ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტში, სასესიო დარბაზში მოქალაქემ "ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარა და საპროტესტო ბანერი გადმოფინა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან" ეწერა ბანერზე.

მოქალაქე, რომელმაც საკუთარი პროტესტი სასესიო დარბაზში დააფიქსირა, შშმ პირის დედაა. შშმ პირები მათი უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საკანონმდებლო ორგანოში მიიწვია.

" ხო ნუ რა ვქნათ, არსებობენ არაადეკვატური მოქალაქეები. თქვენი გზავნილი გასაგებია. " - ასე გამოეხმაურა მომხდარს პარლამენტის თავმჯდომარე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი