აქცია გურჯაანში - აგრარული ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია გურჯაანში. აგრარული ბაზრის მოვაჭრეები გაიფიცნენ, ორივე შესასვლელი კარი ჩაკეტეს და ვაჭრობა რამდენიმე საათი შეაჩერეს.

აქციის მონაწილეები გარე ვაჭრობის აკრძალვას ითხოვენ და შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ. მათი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მერია გარევაჭრობას არ კრძალავს, ბაზარში არავინ შედის და გასაყიდი პროდუქტი ადგილზე უფუჭდებათ. ბაზარში დასაქმებულები ამბობენ, რომ ვეღარ ახერხებენ ბანკის ვალების გადახდას. 

აქციის მონაწილეებს გურჯაანის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა შეხვდა. მან პრობლემების მოსაგვარებლად ორდღიანი ვადა ითხოვა. 

ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი