"ჩვენ ვართ გივი" - ხელოვანები ისევ კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვართ გივი" - ამ სიტყვებით მიმართავენ და კარზე უკაკუნებენ ხელოვანები კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელს, რომელიც მათ არ ხვდება.

უკვე მეორე დღეა, პრობაციის სამსახურიდან, კულტურის სამინისტროს სსიპში გადანიშნული კობა ხუბუნაია მოთხოვნის მიუხედავად, მათთან შეხვედრას არ ჩქარობს.

კინოცენტრში აინტერესებთ, რა გეგმები აქვს ხუბუნაიას და როგორ აპირებს მუშაობას ადამიანი, რომელსაც კინოსთან ამ დრომდე შეხება არ ჰქონია და პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. კინოცენტრის თანამშრომლები მიმდინარე რეორგანიზაციის შეჩერებასაც ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს პროცესი მხოლოდ რეპრესიებსა და იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას ემსახურება, რომლებიც წულუკიანს არ ეთანხმებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი