ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება - აქციის 10 მონაწილე უკვე მესამეა დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობს.
მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია - ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომის უსაფრთხოების დაცვა. დასაქმებულები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
"ჩვენი პირველი მოთხოვნა - 40%-იანი ხელფასის მატება, ოღონდ არ ეხება ისეთ მენეჯმენტს, რომლებიც ჩვენთან მოდიან წინააღმდეგობაში; დაზღვევის შეცვლა - სადაზღვევო კომპანიის შეცვლაზეა საუბარი, თუ ეს კიდევ შეუძლებელი გახდა, იძულება მაინც ამ სადაზღვევო კომპანიის, რომ პირობები გააუმჯობესოს; მიეცეს დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება; მიეცეს დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება, რომ ეს ჩვენი გაფიცვა, ბოიკოტი, შიმშილი არ გადაიზარდო კვირები და მართლაც ფატალურ შედეგებამდე არ მივიდეს", - თქვა აქციის მონაწილემ.
პროტესტის გამო ამ დროისთვის ჭიათურაში არსებული მაღაროელები გაჩერებული და პარალიზებულია. ჭიათურაში პროტესტი უკვე მე-9 დღეა მიმდინარეობს.